აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად $69.3 მლნ გამოყო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის 69.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ინფორმაცია ამერიკის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქაღტველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შემდეგი პროექტებს განახორციელებს: "დემოკრატიული კონტროლი, გაწონასწორება და ანგარიშვალდებული მმართველობა" და "ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა".

1 კვირის წინ აშშ-ის მთავრობამ ქართული სკოლების რეაბილიტაციისთვისაც 54 მილიონი ამერიკული დოლარი, ივლისში კი საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის 12 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამერიკის საელჩო საქართველოში 1992 წელს გაიხსნა და ჩვენი დიპლომატიური მეგობრობა უკვე 23 წლის განმავლობაში გრძელდება.