ამ ბიჭმა პარაშუტით გადმოხტომის წინ მშობლებს Skype-ში დაურეკა

"შენ რა, თვითმფრინავში ხარ?" - ჰკითხა მამამ  შვილს სკაიპში საუბრისას, როდესაც ის პარაშუტით გადმოსახტომად ემზადებოდა. ავსტრალიაში მყოფმა როჯერ რაიანმა ირლანდიაში მყოფ მშობლებს ექსტრემალურ ნახტომამდე 1 წუთით ადრე დაურეკა.

თავიდან მშობლებს ეგონათ, რომ რაიანი ავტობუსში იყო. კარგი სანახავია  მშობლების ემოციები: - "ჩვენ კი გვეგონა, რომ გენატრებოდით და იმიტომ დაგვირეკე".