561 დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება

დევნილთა 561 ოჯახი ახალ წელს ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბინაში შეხვდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო 1, 2, 3 და 4 ოთახიან ბინებს ანაწილებს, რომლებიც წლის ბოლომდე დევნილთა ოჯახებს გადაეცემათ. 

ბინების განაწილების პროცესი ფარული კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს. 16 დეკემბერს განაწილდა 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა, დღეს, 17 დეკემბერს, კი - 165 სამოთახიანი ბინა. 116 ოთხოთახიანი ბინა ხვალ განაწილდება.

ბინები თბილისის ზღვასთან, ე.წ. "ოლიმპიურ სოფელშია" აშენებული.