დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე, თბილისი საახალწლოდ განათდება!

დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე, თბილისი საახალწლოდ განათდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო. 

ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით ხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.

ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.