მამა-შვილმა ძველი ავტობუსი ციცქნა, საოცნებო სახლად გადააკეთა

90-იანების ავტობუსს მამა-შვილმა ახალი ფუნქცია მიანიჭა. კალიფორნიელი პატრიკ შმიდტი უმუშევარი იყო. მისი ცხოვრება კი 1990 წლის სკოლის ავტობუსმა შეცვალა.

პატრიკმა ძველი ავტობუსი $4,500-ად იყიდა, 3 თვეში კი მამის დახმარებით და $9,000-ის დანახარჯით ის საცხოვრებელ სახლად გარდაქმნა. ამის შემდეგ პატრიკი ფლორიდაში გაემგზავრა.

"2016 წლის მარტამდე აქ დავრჩები. შემდეგ კი ვეგასისკენ ავიღებ გეზს და დროებით იქ დავსახლდები. ასეთ ცხოვრებაზე ბევრი მიოცნებია, გზაზე ყოფნა, მოგზაურობა, დროებითი სამუშაო და ყოველდღიური აღმოჩენები" - უთხრა პატრიკმა Metro UK-ს.

მოსიარულე სახლი მზის ბატარეებით იმუხტება: