Google-ის ახალი კვანტური კომპიუტერი ჩვენს PC-ზე 100 მლნ-ჯერ უფრო სწრაფია

Google და NASA გაერთიანდნენ და 2013 წელს შექმნეს ახალი კვანტური კომპიუტერი, რომელიც 3,600-ჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ნებისმიერი სუპერ-კომპიუტერი. 

9 დეკემბერს Google-ის დეველოპერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ საბოლოოდ მიიღეს ყველაზე ეფექტური D-Wave X2 კვანტური კომპიუტერი, რომელიც 100 მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი, ტრადიციული კომპიუტერი. ის კონკრეტულ ალგორითმებს წამებში პასუხობს, რომლებსაც ტრადიციული მოწყობილობები წლებს ანდომებდნენ.

"ეს ნამდვილად საოცარი ტექნოლოგიაა. ის ყველაფერს შეცვლის და გაზრდის ჩვენი მოქმედებების ეფექტურობას" - ამბობს NASA-ს ტექნოლოგიების კვლევის დირექტორი დიპაკ ბესვასი.