2016 წელს 150 ამპუტანტ ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ პროთეზს დაუმზადებენ

პროთეზების გერმანული კომპანია Otto Bock ქართველი ვეტერანებისთვის ხელოვნურ კიდურებს ამზადებს. კომპანიასთან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლებში 34 ამპუტანტ ვეტერანს წლის დასრულებამდე გადაეცემა კომპანიის წარმოებული ხელოვნური კიდური. 2016 წლიდან კი კიდევ 150 ვეტერანისთვის დამზადდება მუხლსზედა და მუხლსქვედა ამპუტირებული კიდურებისთვის მაღალტექნოლოგიური პროთეზი.

თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა 5 შშმ ვეტერანი, რომლებსაც Otto Bock-ის წარმომადგენლები პროთეზების წარმოების სფეროში გადაამზადებენ, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარებათ, საქართველოს კი პროფესიონალ სპეციალისტებს შემატებს.