ფრანგმა მკვლევარმა მონა ლიზას ნახატის მიღმა ახალი პორტრეტი აღმოაჩინა

ჯოკონდას ამოუხსნელი ღიმილის მიღმა ლეონარდო და ვინჩის კიდევ ერთი საიდუმლო იმალება. ფრანგ მკვლევარს პასკალ კოტს სწამს, რომ ამ საიდუმლოს გასაღებს მიაგნო.

მეცნიერმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელზეც ათწლეულები მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ლიზა გერარდინის პორტრეტის მიღმა კიდევ ერთი ქალის სურათია, რომელიც შესაძლოა თავად არის ჯოკონდა.

კოტმა გამოიყენა შრეების გაფართოების, ამპლიფიკაციის მეთოდი. პროცესის დროს გამოიყენება ინტენსიური დასხივება, რომელიც ნახატის საღებავის ფენებს შორის "ხედავს" და შრეებს მიღმა არსებულ ანარკელს კამერაზე ასახავს. ასე იპოვა პასკალმა კიდევ ერთი ქალის პორტრეტი ჯოკონდას მიღმა.

არის ეს ნამდვილი მონა ლიზა?

პასკალი "ორ ჯოკონდას" შორის