ადამიანების რეაქცია ფრაზაზე "რა ლამაზი ხარ"

18 წლის სტუდენტი შია გლოუვერი მუშაობდა პროექტზე, რისთვისაც მან სურათების გადასაღებად ლექტორები და სტუდენტები მიიწვია. სურათების გადაღების დროს, ის თითოეულ მათგანს ეუბნებოდა: "ყველაფერს ვუღებ სურათს, რაც ლამაზია".

"მე ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც საბოლოოდ სოციალურ პროექტად გადაიქცა. ის გვაჩვენებს ადამიანების რეაქციას, როდესაც მათ სილამაზეს აღვნიშნავთ" - ამბობს შია.

ერთი შეხედვით, დაუჯერებელია ამ პატარა ფრაზის გავლენა ადამიანებზე, თუმცა მან თითოეულ მათგანში პოზიტიური ემოცია გამოიწვია. ამ პოზიტიური ამბის შემდეგ, იმედია შენც უწილადებ ერთ ულუფა კომპლიმენტს სამყაროს და რაც ყველაზე მთავარია - საკუთარ თავს.