თბილისში Hard Rock Cafe იხსნება

Hard Rock Cafe პოპულარული ბრენდია, რომელიც პირველად ამერიკელებმა გახსნეს ლონდონში 1971 წელს. კაფე უნიკალურია თავისი ინტერიერით. განსაკუთრებული დიზაინი კედლებზე გამოფენილ ყველა იმ ნივთს გულისხმობს, რომელიც როკ მუსიკასთან არის კავშირში. მოგვიანებით კაფეს ქსელი პოპულარული გახდა რელიქვიებით, ცნობილი მუსიკოსების ინსტრუმენტებით და სუვენირებით.

1982 წელს Hard Rock Cafe გაიხსნა ტორონტოში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, პარიზში და ბერლინში. აშშ-ის ისეთ ქალაქებში როგორიცაა ნიუ-იორკი და ვაშინგტონი, ბრენდი მოგვიანებით გამოჩნდა. ამჟამად Hard Rock Cafe-ს 59 ქვეყანაში 198 კაფე აქვს გახსნილი.

Hard Rock Cafe ჰოლივუდის ბულვარში

თბილისში კაფეს შემოსვლის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში წერდა ყაზახური გამომცემლობა Astana Times. "მომავალ წელს თბილისში და ბაქოშიც ვიქნებით" - ამბობდა Hard Rock Cafe-ის ქსელის ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო ბაუტისტა.

ბრენდის თბილისში შემოსვლის თარიღის და ადგილის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა jobs.ge-ზე უკვე გამოჩნდა ვაკანსია Hard Rock Cafe-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.

განახლება: თბილისში Hard Rock Cafe-ის გახსნის დრო და ადგილი ცნობილია.

Hard Rock Cafe ლონდონში

Hard Rock Cafe ვაშინგტონში

Hard Rock Cafe მალაიზიაში

Hard Rock Cafe დუბაიში

Hard Rock Cafe ბოსტონში