ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას

დღეს 31-მა ევროპარლამენტარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც უკრაინისთვის და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას ითხოვს.

წერილის ადრესატები ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და სხვა მაღალჩინოსნები არიან. წერილის ავტორები თვლიან, რომ ორივე ქვეყანა უპირობოდ იმსახურებს უვიზო რეჟიმს ევროკავშირის პრინციპების ერთგულების და მიღწეული პროგრესის გამო.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ“ - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

წყარო: რადიო თავისუფლება.