"იდენტობამ" შშმ პირების სოციალიზაციისთვის "ხელი-ხელს"-ს მსხვილი შეკვეთა მისცა

თამარ ჯიბუტის ფოტო

1-დან 21 დეკემბრის ჩათვლით ყველას შეგიძლიათ ჩაერთოთ ქველმოქმედებაში და ორგანიზაცია "ხელი ხელს"-ს ჩურჩხელები შეუკვეთოთ, რომლებსაც გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ ადამიანები დაამზადებენ.

გუშინ საქველმოქმედო აქციაში "იდენტობა" ჩაერთო და "ხელი ხელს"-ს ჩურჩხელები შეუკვეთა, რითიც ბენეფიციარების სოციალიზაციას შეუწყო ხელი. 

ჩურჩხელების შეკვეთა თქვენც შეგიძლიათ, ამისთვის კი საკმარისია "ხელი ხელს" ფეისბუქის გვერდზე მიწეროთ. ჩურჩხელების ფასი მათი ზომების მიხედვით 1, 2 და 3 ლარია. მინიმალური შეკვეთის რაოდენობა კი 10 ცალი.