ქართული ხელნაწერისა და შრიფტის გამოფენა

გალერეა “ART AVENUE” -ში, გაიხსნა გამოფენა - „ქართული შრიფტის თანამედროვე სახე და განვითარების პერსპექტივები“. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, ქართულ შრიფტზე სხვადასხვა დროს მომუშავე ორმოცზე მეტი ავტორი, რაც მნახველს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ქართული შრიფტის განვითარების ისტორიაზე და დღევანდელ პრობლემებზე.

გარდა ბეჭდური შრიფტის ოსტატებისა ექსპოზიციას გაამდიდრებს ქართველ კალიგრაფთა ნამუშევრებიც, რაც მაღალ მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენს ქართულ დამწერლობაში.

პროექტის მე-2 ეტაპზე დაგეგმილია ვორქ-შოფები და სემინარები. მე-3 ეტაპზე კი მოიაზრება არსებული მასალების თავმოყრა ბეჭდურ კატალოგში, თანდართული ტექსტებით, რაც ნათელ წარმოდგენას შექმნის ქართული შრიფტის ისტორიულ საფეხურობრივ განვითარებაზე, დღეს არსებულ პრობლემატიკაზე და ხვალინდელი განვითარების პერსპექტივებზე. კატალოგის ონლაინ ვერსია აიტვირთება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე.

გამოფენა დამთვალიერებლებს 9 დეკემბრამდე უმასპინძლებს. გამოფენა ღია იქნება დღის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.