თბილისში მასტერკლასებს ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალის დირექტორი რიჩარდ პენია ჩაატარებს

ნიუ-იორკის ჯინოფესტივალის დირექტორი რიჩარდ პენია თბილისს სტუმრობს და კინომოყვარულებისთვის, სტუდენტებისთვის და კინოპროფესიონალებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.

პენია კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორიცაა. პირველ მასტერკლასს ის დღეს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება, თემაზე "ამერიკული დამოუკიდებელი კინო: ისტორია და პრაქტიკა".

მეორე მასტერკლასი ხვალ, 28 ნოემბერს 16:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ჩატარდება, თემაზე: "ქალები და სოციალური ცვლილებები".