იტალიამ მოახდინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას იტალიის პარლამენტის ორივე შტომ, ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.

იტალია 27-ე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამით ეს პროცესი დაასრულა. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის მხარდაჭერა თითოეული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან სამართლებრივი პროცესია. დღევანდელი შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და დამოუკიდებლობას.