აეროპორტში შეყოვნებული 400 ჯარისკაცისთვის ბიზნესმენმა კერძები შეუკვეთა

ლოს-ანჯელესში მცხოვრები ბიზნესმენი ისრაელში ნათესავებთან მიემგზავრებოდა, როდესაც აეროპორტში 400 ამერიკელ ჯარისკაცს შეხვდა.

ფრენის მოლოდინში სამხედროებმა ქაღალდში შეფუთული სადილი მიირთვეს, ყველა სხვა მგზავრი კი აეროპორტის რესტორნებში სადილობდა. ამის შემხედვარე ფილანტროპისტმა ჯარისკაცების თბილი წვნიანით გამასპინძლება გადაწყვიტა. 

ბიზნესმენმა ჯარისკაცებს შესთავაზა, რომ თითოეულ მათგანს 50$-ის ფარგლებში რესტორანში სასურველი კერძის აღება შეეძლო უფასოდ. თავდაპირველად მათმა ხელმძღვანელმა მიწვევაზე უარი განაცხადა, თუმცა ფილანტროპისტი თავის აზრზე იდგა.

"ეს ბიჭები ჩვენი უსაფრთხოების გამო სიცოცხლეს რისკავენ, ისინი იცავენ ჩემი ოჯახის წევრებს, როცა ეს მე არ შემიძლია. ამ გზით მსურდა მათი შეუფასებელი ღვაწლისთვის მადლობის გადახდა. დღევანდელი ჩემი საქციელი სიამაყეს მმატებს" - აღნიშნა ბიზნესმენმა.