3D პრინტერით დაბეჭდილი ნახატები უსინათლოებს მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს გაუზიარებს

The Unseen Art (უხილავი ხელოვნება) ჰელსინკში მოღვაწე დიზაინერის მარკ დაილონის პროექტია. ის 3D პრინტერით ბეჭდავს მსოფლიო ხელოვნების აღიარებულ ნიმუშებს და ამით მათ უსინათლოებს უზიარებს.

"წარმოიდგინე, რომ არ იცი რას ნიშნავს "მონა ლიზას ღიმილი", არ გქონდეს ნანახი ვან გოგის "მზესუმზირები". შენს გარშემო ადამიანები მათზე საუბრობენ, იცი რომ ისინი არსებობენ, თუმცა ვერასდროს შეძლებ მათ აღქმას. მილიონი უსინათლო ადამიანისთვის ეს რეალური ხელოვნებაა".  

პროექტი ამ დროისთვის საყოველთაო შემოწირულობის საიტზე IndieGoGo-ზეა განთავსებული. დაფინანსების შემთხვევაში ის განვითარდება და ჩვენს უსინათლო მეგობრებს ხელოვნების სხვა ნიმუშების აღქმის საშუალებას მისცემს.

სამგანზომილებიანი პრინტერი უსინათლო დედებს შვილის ულტრაბგერითი სურათის "დანახვაშიც" ეხმარება.