თბილისში "ჩემი ცოლის დაქალების" კაფე "ნელიკოსთან" იხსნება

ნელიკოს გემრიელ ბლინებს მალე რეალობაში მივირთმევთ. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" კაფე "ნელიკოსთან" 27 ნოემბერს თბილისში იხსნება.

კაფე "ნელიკოსთან" ყაზბეგის გამზირზე #2-ში დღეს 18:00-ზე გელით. დანარჩენ დღეებში კი "ნელიკოსთან" დღის 12 საათიდან ღამის 12-მდე იქნება ღია.