ახალი საიტი, სადაც მოქალაქეები კონსულტაციას ელექტრონულად მიიღებენ

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა“ ახალი ვებ-გვერდი www.myl.ge-ს პრეზენტაცია მოაწყო.

ამიერიდან მოქალაქეებს www.myl.ge-ზე, სამოქალაქო-ადმინისტრაციულ და სამეწარმეო-საგადასახადო პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ელექტრონულად, პირველადი კონულტაციის მიღება შეეძლებათ.

ვებ-გვერდის შექმნა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.