გამოცხადდა ეიფელის სასტიპენდიო პროგრამა

ეიფელის სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის სამინისტროს მიერ, რათა საუკეთესო სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ სამაგისტრო და სადოქტორო განათლება საფრანგეთის უნივერსიტეტებში.

  • ეიფელის სტიპენდიის ფარგლებში, სამაგისტრო საფეხური ფინანსდება სრულად (24 თვე), თუ სტუდენტი არ გეგმავს სამაგისტრო თემის საფრანგეთში დაცვას. სტიპენდიის ხანგრძლივობაა 12 თვე;
  • ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 1181 ევროს.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ აპლიკანტებს, რომლებსაც:

  • აქვთ ბაკალავრის ხარისხი მათემატიკის, საინჟინრო, კომპიუტერული მეცნიერებების ან ფიზიკის მიმართულებით;
  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • არ აქვთ საფრანგეთის მოქალაქეობა;
  • სამაგისტრო საფეხურზე არ აქვთ მოპოვებული ეიფელის სტიპენდია.

წინასწარი შერჩევა 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ილიაუნის ვებგვერდს.