ზაზა ფაჩულიამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა

"მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინთან" გამართულ შეხვედრაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მან მოწინააღმდეგის ფარზე ბურთი 18-ჯერ მოხსნა.

ეს NBA-ს ისტორიული შედეგია, რომელიც 21-ე საუკუნეში პირველად დაფიქსირდა. მსგავსი შედეგი გასულ საუკუნეში ჩარლზ ოკლის და დენის როდმანს ჰქონდათ ნაჩვენები. საუკეთესო შედეგი კი მოზეს მელოუნდს ეკუთვნის, რომელმაც 1982 წელს ერთ თამაშში 21 მოხსნა შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა ფაჩულიას გუნდის მარცხით დასრულდა, მოხსნების რეკორდი ამერიკული სპორტული მედიის მთავარ თემად იქცა.

31 წლის ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს. 2003-04 წლების სეზონში კარიერა „ორლანდო მეჯიქსში“ თამაშით დაიწყო. 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. „მილუოკი ბაქსში“ ზაზა 2013 წლის სეზონის დასაწყისში დაბრუნდა.