საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგების და ლოგოპედების მომსახურება სავალდებულო გახდა

საბავშვო ბაღებში სიახლეა. მომავალი წლიდან თბილისის 159-ვე ბაღში იქნებიან ფსიქოლოგები და ლოგოპედები. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მათთვის ახალი შტატი  გაიხსნება. ლოგოპედები და ფსიქოლოგები ბავშვებს აუცილებელ მომსახურებას გაუწევენ.

სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ილიაუნთან არსებულ ბავშვთა განვითარების ინსტიტუტში გადამზადებას 160 ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სპეც. მასწავლებელი გადის. მეცადინეობები ინდივიდუალური და ჯგუფური სახით ჩატარდება. მზადდება სპეციალური ლიტერატურა და გზამკვლევები პედაგოგებისთვის.

83-ე ბაგა-ბაღის ლოგოპედი, რომელიც მეტყველების გაკვეთილებს სათამაშო ელემენტებით ატარებს, ამბობს, რომ ამ სავარჯიშოებს თითქმის 100%-იანი შედეგი აქვს.