დედა ძაღლმა ლეკვები ტყის ხანძრისგან გადაარჩინა

ჩილეში დედა ძაღლმა საკუთარი ცხრა ლეკვი ცოცხლად დაწვას გადაარჩინა. როდესაც იგი მიხვდა, რომ ტყის ხანძრისგან ლეკვებს ვერ გამოაქცევდა, დიდი ორმო ამოთხარა და შვილები შიგნით მოათავსა.

დაუჯერებელია, მაგრამ ამან გაამართლა. ხანძრის შემდეგ მოხალისეებმა ცხრავე ლეკვი ხანძრისგან ხელუხლებელი იპოვეს. მაშველები დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ეძებდნენ ორმოში საგულდაგულოდ გადამალულ ლეკვებს.

ამჟამად ყველა ლეკვი უკვე დედასთანაა და არცერთის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.