დაშავებულთა დასახმარებლად სისხლის გაღების მსურველებმა პარიზის ქუჩები გაავსეს

ასობით პარიზელი სააავადმყოფოებში მიდის და სისხლს აბარებს, ტერორისტული თავდასხმის დროს დაშავებული ადამიანების დასახმარებლად. 

სოლიდარობის და ერთიანობის საოცარი გამოხატულება სისხლის დონაციის ცენტრის შენობიდან იწყება. პარიზელთა რიგები ქალაქის ქუჩებს ავსებს.

ჰოსპიტალის თანამშრომლების თქმით, 12 საათის განმავლობაში სისხლის გაღების მსურველი მოქალაქეების ვიზიტი არ წყდებოდა.