მე ვკითხულობ გალაკტიონს

თბილისის მერიას ახალი პროექტი - „მე ვკითხულობ გალაკტიონს“ აქვს, რომელიც მიზნად ისახავს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მოქალაქეები წაიკითხავენ გალაკტიონის ლექსებს, აღნიშნულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა კი განთავსდება ფეისბუქ გვერდზე.

პროექტში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, ამისთვის უნდა გადაიღოთ ვიდეო ან ფოტო, თუ როგორ კითხულობთ გალაკტიონის ლექსს და განათავსოთ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ჰეშთეგით - ‪#‎მევკითხულობგალაკტიონს‬, ან გაუგზავნოთ პროექტის ფეისბუქ გვერდს - „მე ვკითხულობ გალაკტიონს“.