Victoria’s Secret-ის აფრიკელი მოდელი პოდიუმზე ეროვნული იმიჯით პირველად წარდგა

უკვე 20 წელია, რაც Victoria's Secret-ის მოდელები პოდიუმს აცოცხლებენ. ისინი ატარებენ ბუმბულებს, ბრილიანტებს, აუარება ბრჭყვიალა პუდრს, თუმცა არასდროს აფრიკულ სტილს.

ეს ისტორია სამშაბათს, 10 ნოემბერს წარმოშობით აფრიკელმა მოდელმა მარია ბორხესმა შეცვალა, რომელიც პოდიუმზე ეროვნული იმიჯით და ვარცხნილობით წარდგა.

"ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ მსურდა პოდიუმზე ჩემი ბუნებრივი თმით გამოვსულიყავი. მოულოდნელად ყველა დამთანხმდა, რამაც უდიდესი ბედნიერება მომანიჭა" - უთხრა მოდელმა პრესას.