გონიერი კათხა ePint ლუდის მოყვარულ მფლობელზე იზრუნებს

ეს ePint-ია, გონიერი კათხა, რომელიც შეგახსენებს რომ უკვე საკმარისი რაოდენობის ლუდი დალიე. ის დაპროგრამებულია და მფლობელს ატყობინებს მიღებული სასმელის რაოდენობას, ამცნობს ფეხბურთში ფავორიტი გუნდის გატანილ გოლებს და ჯავშნის ტაქსს, რომელიც მხიარული საღამოს შემდეგ ყველაზე საჭირო რამაა.

ეს საოცარი მოწყობილობა ამერიკულ კომპანია Xtreme Tech LLC-ს ეკუთვნის. ის ლურჯად ციმციმებს, ეს ფერი კი კათხის დაცარიელებისას ქრება და ამით ბარმენს მისი შევსების საჭიროების შესახებ სიგნალს უგზავნის. ePint გამოითვლის რამდენი კათხა ლუდი მიირთვი, ასევე აქვს ბოთლის გამხსნელი (რაც თქვენს კბილებს დაიცავს) და იმასაც კი გეტყვის, რამდენი ჭიქა წყალი გჭირდება ნაბახუსევის თავიდან ასარიდებლად.

ჯადოსნური კათხის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ePint-ის შეძენას 2016 წლის აპრილიდან შეძლებთ და მისი ფასი $30-დან $40-მდე იქნება.