აუტისტმა მოზარდმა სპანჯბობის დახმარებით მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა

13 წლის აუტისტმა მოზარდმა ბრენდონ უილიამსმა თავისი მეგობარი გადაარჩინა, რომელსაც ვაშლი გადასცდა სასუნთქ სისტემაში და იხრჩობოდა. ბიჭმა გოგონას გადასარჩენად ჰეიმლიხის მანევრი გამოიყენა. მოგვიანებით, როდესაც ჰკითხეს, თუ საიდან იცოდა მანევრის ჩატარება, ბრენდონმა თქვა, რომ ის სპანჯბობის ყურების დროს ისწავლა.

ბრენდონი არ არის პირველი ადამიანი, რომელმაც სპანჯბობის დახმარებით მეორე ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. მსგავსი ფაქტი 2010 წელსაც მოხდა, როდესაც 12 წლის გოგონამ საუკეთესო მეგობარი საღეჭი რეზინით დახრჩობისაგან იხსნა.