გამოვიდა Finding Dory-ის პირველი თრეილერი

ელენ დეჯენერისმა თავის შოუში წარმოგვიდგინა Finding Dory-ის პირველი თრეილერი. 

"ვიპოვოთ ნემოს" გაგრძელებაში, რომელზეც Pixar მუშაობს, ელენი მთავარ გმირს - დორის ახმოვანებს, რომელიც თავისი მეხსიერების პრობლემებით Finding Nemo-ს დამამახსოვრებელი გმირია.

ახალ ანიმაციურ ფილმში მოქმედება ნემოს პოვნიდან 6 თვეში ვითარდება. დორის ახსენდება, რომ ის კალიფორნიაში ბიოლოგიურ ინსტიტუტში იბადება და პატარაობაში მოიპოვებს თავისუფლებას და ოკეანეში გადის.

Finding Dory-ში ლურჯი თევზი ნემოსთან და მერლინთან ერთად თავისი მშობლების პოვნას შეეცდება. ფილმი დიდ მოგზაურობაზე 2016 წლის 17 ივნისს გამოდის.