დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღეა!

დღეს, 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლის 28 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დადგინდა.

ყოველ წელს ფლეშმობი კეთდება, სადაც თითოეულ ადამიანს ხელში უჭირავთ ფურცელი პოზიტიური მესიჯით ხალხისადმი. წელს ბედნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეშმობს უმასპინძლებს ამსტერდამი, ბრაიტონო, ბრისტოლი, ბუქარესტი, გლასგო, კიევი, ლონდონი, მილანი და ვაშინგტონი.

კვლევებზე დაყრდნობით, ბედნიერების დღე ხაზს უსვამს ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელობას.

კამპანია შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ესენია:

  • იმოქმედე (მაგ, მოხალისეობა)
  • გაუზიარე პოზიტივი სხვებს
  • შეუერთდი ბედნიერების აქტივისტებს

ბედნიერების საერთაშორისო დღე აერთიანებს ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელს, მოუწოდებს მათ უყვარდეთ და დაეხმარონ ბავშვებს, მოუარონ გარემოს, მოექცნენ სხვებს ისე, როგორც უნდათ რომ მათ მოექცნენ და ა.შ.