წვიმის დროს ქალაქის ქუჩები მოქალაქეების წინაშე ცოცხლდება

PANTONE ერთ-ერთი ყველაზე ფერადი კომპანიაა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს. ახლახან მათ ითანამშრომლეს ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის დიზაინერებთან და სამხრეთ კორეის დედაქალაქის სეულის ქუჩები ნაირფერი ილუსტრაციებით მოხატეს.

ილუსტრაციები განსაკუთრებულია. ისინი წვიმის როს აქტიურდებიან და ქალაქს ფერებს ჩუქნიან. მათ ჰიდროქრომიკული ნახატები ჰქვიათ. დიზაინერებმა სურათები სამხრეთ კორეის კულტურის მიხედვით აარჩიეს.

ნახატები მოქალაქეებს ფერად ქუჩებში სიარულის დროს ღიმილის და ლამაზი განწყობის მიზეზს აჩუქებს წვიმიან დღეებში.