ქართული ქანდაკება მსოფლიო შედევრებს შორის გამოფინეს იტალიაში

საქართველოში ახლახანს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ქანდაკება იტალიაში გამოფინეს უძველესი სამყაროს უმნიშვნელოვანეს შედევრებს შორის.

სკულპტურა ხელოვნების ათეულ ნიმუშს შორის მოხვდა, რომელიც იტალიური გამოფენისთვის „ძალაუფლება და პათოსი“ (Power and Pathos) შეირჩა. ორგანიზატორები გამოფენას „ბრინჯაოს ხანის უმნიშვნელოვანესი ქანდაკებების მასპინძელს“ უწოდებენ, რომელიც „ელინისტური ხანის (ძვ.წ  IV-I საუკუნეები) თვალსაჩო  არტისტული განვითარების“ ამბავს მოგვითხრობს.

ქანდაკება 1988 წელს ვანში აღმოაჩინეს. მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრია და მისი პროპორციებს იდეალურთან მიახლოებულია. სკულპტურა ბერძნული ქანდაკების სკოლის ძვ. წ. მე–4 საუკუნის ნიმუშს მოგვაგონებს. ქანდაკების მასალაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ის ადგილობრივი წარმოშობისაა და იმპორტირებული არ ყოფილა.

სკულპტურა არაიდენტიფიცირებულია, თუმცა, მამაკაცური სიმწიფისა და მოზარდის სენსუალურობის შერწყმა  შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს აპოლონის ქანდაკება უნდა იყოს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი არქეოლოგიური მუზეუმები, მათ შორის ლონდონის ბრიტანული მუზეუმი, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, უფიცის და ეროვნული არქეოლოგიის მუზეუმები ფლორენციიდან, ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი და ვატიკანის მუზეუმი.

2016 წელს გამოფენა ლოს ანჯელესის ჟან პოლ გეტის სახელობის მუზეუმსა და ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში გადაინაცვლებს.

ქანდაკება დროებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი, თუმცა თავის პერმანენტული ლოკაციის ადგილს, ოთარ ლორთქიფანიძის მუზეუმს ვანში, დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.