Google-ის დეველოპერულ ფესტივალს GeoLab მასპინძლობს

7- 8 ნოემბერს GeoLab უმასპინძლებს Devfest Tbilisi 2015-ს, Google-ის დეველოპერების ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ყოველწლიურ ღონისძიებას. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ტარდება და საერთო ჯამში 30,000-ზე მეტ დეველოპერს გააერთიანებს.

თუ ხართ დეველოპერი, გაინტერესებთ პროგრამირება და ინოვაციები, გაქვთ საინტერესო იდეები და ა.შ., Devfest Tbilisi 2015 შენ გელოდება.

ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:

  • ჰაკათონი;
  • ვორქშოფები;
  • ღია ლექციები;
  • Women Techmakers Tbilisi;
  • გასართობი თამაშები.

Devfest თბილისი 2015-ზე მოწვეულები არიან:

  • Baris Yesugey - Google-ის წარმომადგენელი;
  • Oytun Eren Sengul - UI/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი;
  • Said Tahsin Dane - Google-ის ექსპერტი Android Development-ში.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს.