ქართველი სპორტსმენების გამარჯვება აიკიდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 22-25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ფიშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტივახტანგ სიხარულიძის ცნობით, ჩვენ ნაკრებს აღნიშნულ ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა: ივანე ბიბილაშვილი, რეზო ცქიფურიშვილი, გიორგი ბეკოშვილი და თვითონ ვახტანგ სიხარულიძე. ცქიფურიშვილის და ბეკოშვილის წყვილი აშკარად ფავორიტები იყვნენ აღნიშნულ ტურნირზე, თუმცა მსაჯთა მიკერძოების გამო ისინი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას.