ქალთა საინფორმაციო ცენტრი ციფრული ფოტომატიანის შექმნაში ჩაერთო

„ციფრული ფოტომატიანე“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაბნეული ფოტომასალის ოჯახებში შენახული აქამდე უცნობი ხელნაწერების, საფოსტო ბარათების, წერილების, ოფიციალური და სხვა სახის დოკუმენტების მოძიება, ციფრულ ფორმატში გადაყვანა და დაარქივება.

ნოემბრის თვეში „ციფრული ფოტომატიანის“ შექმნაში ქალთა საინფორმაციო ცენტრიც ჩაერთო.

„ციფრული ფოტომატიანე“ პროექტის - „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში კახეთში სოფელ ბალღოჯიანს, იმერეთში სოფელ შუქრუთს, მცხეთა-მთიანეთში სოფელ მაღაროსკარს, სამცხე-ჯავახეთში სოფელ ტოლოშსა და სოფელ ციხისჯვარს ესტუმრება, რის შედეგადაც პროექტის ბაზას აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთა საოჯახო არქივებში დაცული ფოტოები შეემატება. განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ცხოვრების ამსახველ ფოტოებს დაეთმობა.