ფინეთის მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყოველ თვეში 800 ევროს მიიღებენ

ფინეთის ეროვნული სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი Kela, მთავრობის დავალებით, შემოსავლების ახალი მოდელის დანერგვას იწყებს.

Kela-ს მკვლევარების ხელმძღვანელის, ოლი კანგას, თქმით, ფინეთის მოქალაქეების ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფოსგან თვეში 800 ევრომდე გაიზრდება.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე შემოსავალი 550 ევრო გახდება, რაც შრომის ბაზარს დიდ დახმარებას გაუწევს. ყველა მოქალაქე შემოსავალს თანაბრად მიიღებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. "მორალურად არასწორად მიგვაჩნია ჩვენს მოქალაქეებს განსხვავებული შემოსავალი შევთავაზოთ" - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ფულადი ანაზღაურება სოციალური სერვისების შემცვლელი იქნება, ასე რომ, თითოეული მოქალაქე თავად გადაწყვეტს, როგორ დახარჯოს სახელმწიფოსგან მიღებული თანხა. მსგავსი საპილოტე პროექტი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

შემოსავალს ფინეთში ყველა სრულწლოვანი მიიღებს.