"მსოფლიოს ყველაზე სევდიან ძაღლს" ახალი სახლი აქვს

ლანა პატარა ლეკვი იყო, როდესაც ქუჩაში იპოვეს და გადაარჩინეს. ერთი წლის განმავლობაში ის ბედნიერი ლაბრადორი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრის დედას დაუყეფა, ის თავშესაფარში დააბრუნეს.

"ლანა დეპრესიაშია" - ამბობდნენ თავშესაფრის თანამშრომლები, ის უარს ამბობდა საჭმელზე და სიარულზე. მისი სურათის გამოქვეყნების შემდეგ, ფეისბუქზე ძაღლის ამბავი ვირუსული გახდა.

ინტერნეტი ლაბრადორს ახალი სახლის პოვნაში დაეხმარა. ახალ სურათში ვხედავთ, რომ ერთ დროს გულგატეხილი "ლანა" ახლა ისევ ბედნიერი ძაღლია.