თბილისის საკრებულომ „ახალი მზიურის“ პროექტი დაამტკიცა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა „ახალი მზიურის“ პროექტი.

პროექტი გულისხმობს ყველასთვის საყვარელი ადგილის, მზიურის, გაცოცხლებას და სოციუმისთვის მისი უფრო საინტერესო სახით წარდგენას. ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

ინიციატივა ანა გოგუაძეს ეკუთვნის, რომელსაც საზოგადოება ფოტოგრაფიის საოცარი ნიმუშებით, სხვადასხვა სოციალური აქციით და ქველმოქმედებით იცნობს.

როგორც „ახალი მზიური“ თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.