Amazon-ის პირველი წიგნების მაღაზია სიეტლში

1994 წელს, როდესაც ამაზონმა ფუნქციონირება დაიწყო, ის წიგნებს ონლაინ ყიდდა. 21 წლის შემდეგ ინტერნეტ-მაღაზიამ ლიტერატურის გაყიდვა "ძველმოდური" გზით გადაწყვიტა.

დღეს, 3 ნოემბერს, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში Amazon წიგნების მაღაზიას ხსნის.

მაღაზიას ჰქვია "ამაზონის წიგნები", ისინი სხვა მაღაზიებისგან განსხვავებული იქნება, რადგან კომპანიის გაითვალისწინებს მომხმარებლების და კურატორების შეფასებებს თავის საიტზე და ამის მიხედვით განათავსებს წიგნებს თაროებზე.

მაღაზიაში იქნება ეკრანი, სადაც ქინდლის და ტაბლეტის მფლობელები სასურველ წიგნს აარჩევენ. თუმცა ეს "ამაზონის წიგნებს" ტექნოლოგიურ მაღაზიად არ აქცევს. 

მაღაზიაში ყველა წიგნის საფასური იქნება ინტერნეტ-მაღაზიაში განთავსებული წიგნის იდენტური. Amazon Book სიეტლის უნივერსიტეტის ადგილას მდებარეობს და ღია იქნება კვირაში 7 დღე, არდადეგების გარდა.