გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას სთავაზობს. ვაქცინაციის პერიოდია მიმდინარე წლის ნოემბერი.

მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან:

• ქრონიკული დაავადების მქონე პირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი;
• ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
• სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი.

რაც შეეხება ვაქცინაციის სხვა მსურველებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებში არ შედიან, მათ შეუძლიათ შეიძინონ ვაქცინა სააფთიაქო ქსელში და ოჯახის ექიმთან კონსულატაციის შემდეგ აიცრან სამედიცინო დაწესებულებაში.

გრიპის მაგვარი დაავადების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია:
• ხელების ჰიგიენისა და ხველის/ცემინების წესების დაცვა;
• დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდება;
• სათავსოების ხშირი განიავება;
• საერთო მოხმარების ზედაპირების სველი წესით დასუფთავება.