იწყება მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლის აქცია

გადაცვალეთ მაკულატურა უამრავი დასახელების ახალ წიგნში - ასეთ აქციას "პალიტრა მედია" უკვე მეოთხე წელია სთავაზობს მომხმარებლებს. წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა (ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) და სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია წერეთლის #116 -ში ყოველ დღე, კვირის გარდა, 10-დან 18 საათამდე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებსაიტზე.