97 წლის ქალბატონის ახდენილი ოცნება Google-ის ოფისში

97 წლის ასაკში უამრავ ადამიანს სურს სარწეველა სკამზე მშვიდად იჯდეს და ბედნიერი ფიქრობდეს თავის წარსულზე. ოლივი ჰორელი ერთერთი მათგანი ნამდვილად არ არის.

თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეყვარებული დიდი ბებია გაიზარდა გარემოში, სადაც არ იყო შუქი და რადიო, ხოლო გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენი და ეტლი იყო.

ახალგაზრდობაში ჰორელს სურდა ყოფილიყო ინჟინერი, თუმცა ოჯახის წევრებმა მისი წინადადება არ მიიღეს. ამის მიუხედავად, მან შეინარჩუნა ცნობისმოყვარეობა და ახლა უკვე რეგულარულად იყენებს პირად ლეპტოპს და საყვარელ ადამიანებს ეკონტაქტება. მას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა ტექნიკური დახმარება, მას შემდეგ ტექნოლოგიურ სიახლეებს თუ კომპიუტერთან შექმნილ პრობლემებს თავად უმკლავდება.

ოლივს ყოველთვის სურდა ყოფილიყო Google-ის სტუმარი, შეეღწია ტექნოლოგიური მაგიის სამყაროში, რომ ეპოვა პასუხები კითხვებზე და გარკვეულიყო, თუ როგორ მუშაობდა ის ყველაფერი, რაც მისი მუდმივი ინტერესის სფერო იყო. 

ორგანიზაციამ Wish of a Lifetime-მა, რომელიც ასაკოვან ადამიანებს სურვილების ახდენაში ეხმარება, უზრუნველყო ოლივი ჰორელის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულება. 

23 ოქტომბერს Google-ის ოფისში ოლივმა იხილა მომავალი. კომპანიამ კალიფორნიის კამპუსში მას VIP-ტური მოუწყო.

"ამ გამოცდილებამ უამრავი რამ მასწავლა" - ამბობს აღტაცებული ოლივი.