ჩილეში უპილოტო საფრენი აპარატები მაშველებთან ერთად მოცურავეებს ეხმარებიან

უპილოტო საფრენი აპარატი კიდევ ერთხელ გვევლინება მხსნელად. მას მოცურავეების დასახმარებლად ცდიან ჩილეში ალგარობოს სანაპიროზე.

უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია სიჩქარეს მოუმატოს, როდესაც პოტენციურ დახრჩობის მსხვერპლს შეამჩნევს და მასთან მაშველზე ადრე მივიდეს.

უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც სანაპიროდან აკონტროლებენ, აღჭურვილია ტივტივათი, კამერათი, მიკროფონითა და დინამიკით.