ქორწილის ჩაშლის შემდეგ პატარძლის ოჯახის წევრებმა უსახლკაროებისთვის წვეულება მოაწყვეს

ოჯახმა კალიფორნიიდან იპოვა საუცხოო გზა, როგორ შემოებრუნებინა ცუდი ამბავი უამრავი ადამიანისთვის ლამაზ მოვლენად. ისინი ქალიშვილის ჩაშლილ ქორწილზე უსახლკაროებს გაუმასპინძლდნენ.

ქორწილის წინა ღამეს, გოგონამ დედას დაურეკა და უთხრა, რომ მის საქმროს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით აზრი შეეცვალა. ოჯახს უკვე დაქირავებული ჰქონდა სასტუმროს დარბაზი. დედამ გადაწყვიტა, რომ ღონისძიება არ გაეუქმებინა და სტუმრების სია ადგილობრივი უსახლკაროებით ჩაანაცვლა.

მეორე დღეს დაახლოებით 90 უსახლკარო ესტუმრა Sacramento-ს. მათ ისიამოვნეს მუსიკით, გამორჩეული კერძებით და ზეიმით, რომელიც მათთვის გოგონას ოჯახმა გამართა. ერთმა უსახლკარომ ფესტივალზე მთელი ოჯახი მოიყვანა - მეუღლე და 5 შვილი.

"როდესაც ცხოვრებაში ცუდი პერიოდი გაქვს, ასეთი ამბავი ნამდვილი ბედნიერებაა" - უთხრა მან სასტუმროს ადმინისტრაციას.