თავისუფალ უნივერსიტეტში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართება

29 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იაპონიის კულტურულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღონისძიებაზე იაპონიის საელჩოს მოწვევით ჩამოსული არტისტები შეასრულებენ ტრადიციულ იაპონურ ცეკვებს და მუსიკალურ ნომრებს. ფესტივალის ფარგლებში Free Uni-ის სტუდენტებიც გამართავენ თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს იაპონურ ენაზე.

ფესტივალის დასასრულს გაიმართება უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პირველი იაპონურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია. სტუმრებს წიგნის შეძენაც შეეძლებათ ადგილზე. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

სტუმრები იხილავენ მსგავს ცეკვებს: