ფუკუშიმას რადიაციის ზონის ერთადერთი მცხოვრები, რომელიც ცხოველებს უვლის

ნაოტო მაცუმურა დარწმუნებულია, რომ ცხოველები და ადამიანები თანასწორნი არიან. სწორედ ამიტომ 55 წლის ბრინჯის ფერმერი ევაკუაციის შემდეგ ფუკუშიმას აკრძალულ ზონაში დაბრუნდა. რადიაციის მაღალი დონის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, მას სურდა მისი ოჯახის ძაღლების მონახულება.

2011 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც მიწისძვრა მოხდა, შინაური ცხოველები უკან მოიტოვა მოსახლეობამ და დატოვა მშობლიური მხარე. მათ ეგონათ, რომ მალევე დაბრუნდებოდნენ სახლში.

მაცუმურამ არ მოუსმინა სახელმწიფოს ბრძანებებს და დაბრუნდა ტომიოკაში. როდესაც მან ნახა მეზობლების შინაური ცხოველები, რომლებიც დაბმულები იყვნენ და შიმშილობდნენ, ნაოტომ გადაწყვიტა დარჩენა და მათი მოვლა. 

მაცუმურა და მისი ცხოველები სტუმრებს უმასპინძლდებიან ხოლმე, რომელთა რაოდენობაც იზრდება მარტში მიწისძვრის წლისთავზე. მხარდამჭერებს ხანდახან საჭმელი და წყალი მიაქვთ ფერმერისთვის.

ხანდახან ნაოტო რადიაციული ზონიდან გადის, რათა ხალხს ესაუბროს ბირთვული ენერგიის რისკების შესახებ და მოინახულოს ოჯახი.