ჰარი პოტერის მე-8 ამბავი მისი შვილის ისტორიას გვიამბობს

ჯოან როულინგმა ივნისში ტვიტერიდან გვამცნო, რომ პოტერის ფანებისთვის "ჰარი პოტერის" ისტორია არ დასრულებულა.

მომავალ წელს, ლონდონი "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" გაგრძელებას თეატრალური წარმოდგენის სახით იხილავს. ამბავი, სახელად Harry Potter and The Cursed Child ჰარის ვაჟიშვილის ალბუს სევერუს პოტერის შესახებ გვიამბობს.

ამბავი ბოლო წიგნის ეპილოგიდან ვითარდება, როდესაც ვოლდემორის დამარცხებიდან 19 წელია გასული. წარმოდგენა დაფუძნებულია ახალ ამბავზე, რომლის ავტორებიც ჯოან როულინგი და ჯეკ სროუნი არიან. რეჟისორი იქნება Tony-ის ჯილდოს მფლობელი ჯონ ტიფანი, დიზაინერი ასევე Tony-ის ჯილდოს მფლობელი ქრისტინე ჯონსი. კომპოზიტორი - გრემის ნომინანტი Imogen Heap.

თეატრში მისული მაყურებლები ჰარის სამყაროს სრულიად ახალი მხრიდან გაიცნობენ.

მიმოხილვაში ვკითხულობთ: "არასდროს ყოფილა მარტივი, ყოფილიყავი ჰარი პოტერი. ახლა მისთვის არანაკლები სირთულეა იყოს მაგიის სამინისტროს წარმომადგენელი, ქმარი და სასკოლო ასაკის სამი შვილის მამა. სანამ ჰარი წარსულთან ჭიდილშია და უარს ამბობს იყოს იქ, სადაც მისი ადგილია, მისი შვილი ალბუს-სევერუსი ცდილობს თავი დააღწიოს არასასურველ საოჯახო მემკვიდრეობას. მამაც და შვილიც ეჯახებიან არაკომფორტულ ჭეშმარიტებას: ხანდახან წყვდიადი წარმოდუგენელი ადგილებში გვხვდება".