წიგნის მაღაზია 24 საათის განმავლობაში იმუშავებს

მხოლოდ 1 დღით, 30 ოქტომბერს, წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" 24 საათი იმუშავებს. ამ დღეს წიგნების ფასდაკლებით შეძენა ან უბრალოდ მაღაზიაში დარჩენა და წაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში შეგეძლებათ. 

დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც: შვიდის ნახევარზე ლევან ლორიას წიგნის პრეზენტაცია შედგება. ხოლო 9 საათიდან - კოსტიუმირებული წვეულება "ჰარი პოტერის"თემაზე. სასურველია წვეულებას ფორმით ესტუმროთ.