მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი უფასო სკოლას ხსნიან

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი კალიფორნიაში სკოლას ხსნიან. სკოლა ხელმოკლე ოჯახის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი და ის სხვა სკოლებისგან განსხვავებით შეძლებს მოსწავლეებს კომპლექსური სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.

"ჩვენ გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების სწავლების ხარისხი და ჯანმრთელობა." - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა Meredith Liu-მ.

პრისცილა ჩანი ყოფილი სკოლის პედაგოგია, ამჟამად კი პედიატრად მუშაობს "სან-ფრანცისკოს მთავარ საავადმყოფოში". სკოლა 2016 წლის აგვისტოში გაიხსნება და მას პრისცილა თავად უხელმძღვანელებს. 

უცნობია, რა თანხის გაღებას აპირებს ჩანისა და ცუკერბერგის ოჯახი სკოლის დასაფინანსებლად, მაგრამ ცნობილია ის, რომ სკოლა უფასო იქნება. ვიცით ასევე ისიც, რომ სკოლა უზრუნველყოფს 700 მოსწავლის და მათი მშობლების მომსახურებას.