დაანონსდა მარკ ცუკერბერგის მორიგი შეხვედრა აუდიტორიასთან

მარკ ცუკერბერგი საზოგადოებასთან ღია შეხვედრებით გამოირჩევა. ფეისბუქის აუდიტორიის კითხვებს ის კიდევ ერთხელ უპასუხებს.

ფეისბუქის CEO მომავალ შეხვედრას კითხვა-პასუხის რეჟიმში 28 ოქტომბერს (ჩვენი დროით დილის 10:30-ზე), ინდოეთში, დელიში გამართავს. 

ონლაინ შეკითხვებს მარკი კომენტარების სახით ამ პოსტზე მიიღებს. თუ კომენტარებში უკვე აღმოაჩინეთ კითხვა, რომელიც თქვენს ინტერესებს ეხმაურება, უბრალოდ მოიწონეთ ის. მარკ ცუკერბერგი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხებს. ღონისძიების დღეს ის live ვიდეოსაც შემოგვთავაზებს. 

წლების განმავლობაში მარკ ცუკერბერგმა უამრავი მსგავსი შეხვედრა გამართა. "თქვენთან ურთიერთობა გვეხმარება გავაუმჯობესოთ მომსახურების სერვისი" - ამბობს ცუკერბერგი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს - Q&A with Mark.